ურეკსა და შეკვეთილში 63 მილიონი ლარის ღირებულების პროექტის განხორციელება იწყება

ურეკი-შეკვეთილის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობა 15 ივნისიდან დაიწყება.
წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობასთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე სამშენებლო კომპანია „ფერი“-ს წარმომადგენლებს შეხვდა.
პროექტის ღირებულება 63 მილიონ ლარს შეადგენს. 5 მილიონი ლარის ღირებულების მასალა და დანადგარები უკვე ადგილზეა. ტურისტული სეზონის დაწყებამდე წყალმომარაგების გარე ქსელისა და სატუმბი დანადგარების მოწყობა დაიწყება. სეზონის დასრულებისთანავე კი სამშენებლო კომპანია დაბა ურეკისა და შეკვეთილის შიდა ტერიტორიების დაქსელვას დაიწყებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები