ვლადიმერ პუტინი დღეს ლეონიდ თიბილოვს შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერს ლეონიდ თიბილოვს შეხვდა. „შეხვედრაზე განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივები, მათ შორის რუსეთს და სამხრეთ ოსეთს შორის სამეკავშირეო ხელშეკრულების რეალიზაციის საკითხები“,- ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაახლოებით ერთი თვის წინ თიბილოვი მოსკოვში უკვე იმყოფებოდა და ფაშიზმზე გამარჯვების საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო. ე.წ. სამეკავშირეო ხელშეკრულებას რუსეთმა და ოკუპირებულმა სამხრეთ ოსეთმა მარტში მოაწერეს ხელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები