წინასწარი ინფორმაციით, ბრალდებულმა თავი მოიკლა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, სასჯელაღსრულების N2-ე დაწესებულებაში ბრალდებულმა, წინასწარი ინფორმაციით, თავი მოიკლა.
“31 მაისს სასჯელაღსრულების N2 დაწესებულებაში 1979 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა ი.ს.-მ, წინასწარი მონაცემებით, საკნის საპირფარეშოში სუიციდი განახორციელა. აღნიშნული გარდაცვლილის ოჯახს ეცნობა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექის 115-ე მუხლით. გამოძიებას პროკურატურის ზედამხედველობით საგამოძიებო დეპარტამენტი აწარმოებს. შემთხვევის ადგილი დათვალიერდა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა”, – აღნიშნულია განცხადებაში.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.