თბილისის წიგნის მეჩვიდმეტე საერთაშორისო ფესტივალს „ექსპო ჯორჯია“ მასპინძლობს
თბილისის წიგნის ფესტივალი ტრადიციულად „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში იმართება. 28 მაისს გახსნილმა ფესტივალმა უკვე უამრავ მკითხველს უმასპინძლა. გამომცემლობები, წიგნის მაღაზიები, საერთაშორისო ორგანიზაციები, მომხმარებლებს წიგნებზე განსაკუთრებულ ფასდაკლებას სთავაზობენ. ფესტივალის განმავლობაში ახალი წიგნების პრეზენტაციები ეწყობა, იმართება შეხვედრები ქართველ და უცხოელ ავტორებთან.
მე-11 პავილიონში ლიტერატურულ კონკასაც შენიშნავთ, სადაც შენაძენით, ფინჯან ჩაისთან ან ყავასთან ერთად ისიამოვნებთ. ფესტივალის ერთ-ერთი მონაწილე გამომცემლობა პალიტრა L თავის მომხმარებელს ძველი წიგნების ჟურნალებისა და რვეულების სანაცვლოდ 600-მდე ახალ წიგნს სთავაზობს. შეგახსენებთ რომ, წიგნის დღეები 31 მაისს სრულდება და დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.