საქართველოს პროკურატურამ პროფესიული დღე აღნიშნა
საქართველოს მთავარ პროკურატურაში პროკურატურის მუშაკთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი მოადგილეებთან ერთად დაესწრო.
მთავარმა პროკურორმა პროკურატურის მუშაობა შეაფასა და თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის ფოიეში, საქართველოში პროკურატურის, სახელმწიფო ბრალმდებელთა, ინსტიტუტების ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო.
პროკურატურის მუშაკთა პროფესიულ დღეს საქართველოს პროკურატურა 1999 წლიდან აღნიშნავს.