ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა.
ხვალიდან ერთი დოლარის შეძენა 2.3113 ლარად იქნება შესაძლებელი.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5349 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5177 ლარს შეადგენდა. ცვლილებამ 0.0172 შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები