ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემის პროცესი დასრულებელია

რეგიონული გავითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემის პროცესი დასრულებელია. განცხადება მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

რეზიდენციასთან დაკავშირებული ვითარებით ჯავახიშვილისგან სხდომაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაინტერესდა.

“შენობა ყველა თვალსაზრისით მორგებულია პრეზიდენტის რეზიდენციაზე, მარტო საოფისე ფართები საერთო ფართის 29%-ს შეადგენს. ასე რომ, ძალიან რთული წარმოსაგდენია, როგორ შეიძლება მისი დატვირთვა და გამოყენება. რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროსთვის შენობის გადაცემას, პროცესი დამთავრებულია”, – განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა პრემიერის შეკითხვაზე საპასუხოდ.

საქართველოს პრეზიდენტი ათონელის რეზიდენციაში გადასვლაზე უარს ამბობს. პრემიერმა კი დღეს განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ “იმედი აქვს, ათონელის რეზიდენციის გამოყენებასთან დაკავშირებით, გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები