პრემიერის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომაზე გარდაბნის თბოელექტროსადგურის პროექტში საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის შემოსვლის საკითხი და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები განიხილეს.
ეკონომიკური საბჭოს წევრებმა ასევე მოიწონეს კანონის პროექტი საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ, რომელიც მაღალმთიანი რეგიონის მცხოვრებლებისთვის მთელ რიგ სოციალურ და საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს.
კანონპროექტი პარლამენტს განსახილველად უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები