ოკუპირებული აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში რუსეთის მინისტრს შეხვდა

ადლერი-სოხუმი-ადლერის მატარებლის აღდგენის საკითხები განიხილეს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარემ არტურ მიქვაბიამ და რუსეთის მინისტრმა ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში ლევ კუზნეცოვმა. ასევე შეხვედრაზე ე.წ. საზღვრის გადაკვეთის გამარტივების საკითხებიც განიხილეს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.

მიქვაბიას თქმით, „საზღვრის“ გადაკვეთის გამარტივება ძალზე რთული, მაგრამ აუცილებელი საკითხია.

„ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ტურისტების ნაკადი იზრდება, მაგრამ, ამასთანავე, ეს საზღვრის გადაკვეთისას გარკვეულ პრობლემებს ქმნის, რაც უნდა გამოსწორდეს“, – აცხადებს მიქვაბია.

ლევ კუზნეცოვის თქმით, მიმდინარე წელს აფხაზეთში დაგეგმილია გზების, ასევე კანალიზაციის აღდგენა და გაგრის პარკის რეაბილიტაცია. მთლიანობაში „ხელშეწყობის საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს 9,3 მილიარდ რუბლს გამოუყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები