ივანე ჩიღვინაძეს სასამართლომ 20 000 – ლარიანი გირაო შეუფარდა

   იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ, ერთი წლის წინ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულ ივანე ჩიღვინაძეს სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ბრალდებული სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს. სასამართლო სხდომაზე პროკურატურამ ივანე ჩიღვინაძისთვის 30 000-ლარიანი გირაო მოითხოვა, ადვოკატები კი 5 000 ლარის შეფარდების ინიციატივით გამოვიდნენ.
საბოლოოდ, მოსამართლემ ბრალდების მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 29 აპრილს ჩაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები