სადახლოზე არადეკლარირებული აშშ დოლარი აღმოაჩინეს
სადახლოს გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული აშშ დოლარი აღმოაჩინეს. როგორც “კვირას” შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, 26 მაისს “სადახლო-საავტომობილოს” საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორაზე სომხეთიდან სომხეთის მოქალაქე ლ.მ. შემოვიდა.
მას ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხა – 27900 აშშ დოლარი აღმოუჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, სომხეთის მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.