საქართველოს ენერგოსექტორში მსხვილი ინვესტიცია განხორციელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკური საბჭოს მდივანთან, ბიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიასთან ერთად, ისრაელში მოღვაწე ბიზნესმენს – მიხეილ მირილაშვილს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ისრაელის ცნობილი კომპანია “პეგასუსი” და ჩინური კომპანია CEFC-ი საქართველოს ენერგოსექტორში ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ , – ინვესტირებასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ინვესტორებს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკური საბჭოს მდივანთან, ბიზნესომბუდსმენთან გიორგი გახარიასთან ერთად შეხვდა. შეხვედრას ისრაელში მოღვაწე ბიზნესმენი, მიხეილ მირილაშვილი, კომპანია Pegasus East West-ის თავმჯდომარე რაფი კამინერი და კომპანია CEFC-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები