ნოდარ ხადური: საქართველოში დასაქმება გაზრდილია
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური “საქსტატის” მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს, გამოეხმაურა, რომლის თანახმად, 2014 წელს 2013 წელთან შედარებით საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა და 12.4% შეადგინა.
მინისტრის განმარტებით, საქსტატის მაჩვენებლები პირუთვნელად ადასტურებენ იმას, რომ საქართველოში დასაქმება გაზრდილია.
“ეს არის ის შედეგები, რომელიც ჩვენ უკვე გვაქვს. ჩვენ არაერთხელ ვსაუბრობდით და მაჩვენებლები პირუთვნელად ადასტურებენ იმას, რომ საქართველოში დასაქმება გაზრდილია”, – განაცხადა ხადურმა.
“მე მესმის იმ 12.4%-ის პრობლემები, რომელთაც სამსახური არ აქვთ, მაგრამ ყველა პრობლემა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გადავჭრათ”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
2014 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2013 წელთან შედარებით 2.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.4 პროცენტი შეადგინა.