საქალაქო სასამართლოში ბაჩანა ახალაიას საქმის განხილვა გაიმართება

დღეს საქალაქო სასამართლოში ე.წ. ჯაშუშების საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებსა და წინა პროცესზე წარდგენილ შუამდგომლობაზე იმსჯელებენ.

თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ერთად ამ საქმეზე ბრალდებულია ასევე მისი ორი ყოფილი მოადგილე ნიკა ძიმცეიშვილი და მეგის ქარდავა. ახალაიას ბრალი უფლებამოსილების გადამეტებისთვის აქვს წარდეგნილი.

როგორც დაცვის მხარე აცხადებს, პროკურატურას მტკიცებულებები არ აქვს.

“ადვილი წარმოსადგენია, რა ელოდება ამ საქმეს, გამართლდება ბაჩანა ახალაია, ვინაიდან ამ საქმზე მეგის ქარდავა უკვე გამართლებულია, შესაბამისად, ფაქტობრივად, შეუძლებელია ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა,” – განმარტა ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები