ხულოში სასწრაფო დახმარების მანქანის მოპარვა სცადეს
ხულოს მუნიციპალიტეტის სამედიცინო დახმარების ცენტრიდან დღეს სასწრაფო დახმარების მანქანა მოიპარეს.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გამოძიება სატრანსპორტო საშუალების ქურდობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. სამინისტროს ინფორმაციით, დადგენილია პირი, რომელიც აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, თუმცა, როგორც უწყებაში განმარტავენ, ფსიქიკური მდგომარეობის გამო მას ბრალს ექსპერტიზის დასკვნის შედეგად წაუყენებენ.