გიორგი ქადაგიძე: ანტისაბანკო განწყობების გაღვივება ძალიან სახიფათო თამაშია

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მიიჩნევს, რომ ანტისაბანკო განწყობების გაღვივება ძალიან სახიფათო თამაშია.
როგორც მან საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, ანტისაბანკო ხაზზე პოპულიზმი და თუნდაც მოკლევადიანი დივიდენდების დაწერა არის ძალიან სახიფათო თამაში.
მისივე თქმით, ანტისაბანკო განწყობები უკვე მრავალი წელია ჩვენს ქვეყანაში მძვინვარებს.
“ეს არის ძალიან სახიფათო პროცესი. ამ ყველაფრის მიუხედავად, დღეს ჩვენს მოსახლეობას აქვს ძალიან მაღალი ნდობა საბანკო სექტორისადმი. დღეს ჩვენი მოსახლეობა ანაბრებს ინახავს არა ბალიშებში, არამედ ბანკებში, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ შემდგომ ბანკები აკრედიტებენ ჩვენს ეკონომიკას”, – განაცხადა ქადაგიძემ. მისი თქმით, იმ ეკონომიკის პირობებში, რაც დღეს საქართველოშია ხელმისაწვდომი საბანკო კრედიტი, ასევე საპროცენტო განაკვეთები შესაბამისობაში და მაქსიმალურად დაბალია.
როგორც გიორგი ქადაგიძემ აღნიშნა, არანაირ ზემოგებას ბანკები არ ნახულობენ, ეს არის სრულ შესაბამისობაში განვითარებადი ქვეყნების სტატისტიკასთან.
“კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ბანკირები ბევრ ქვეყანაში არ უყვართ. ეს არ არის ახალი ფენომენი, მაგრამ ანტისაბანკო განწყობების გაღვივება, ანტისაბანკო ხაზზე პოპულიზმი და თუნდაც მოკლევადიანი დივიდენდების დაწერა, არის ძალიან სახიფათო თამაში. ეს არის დადასტურებული უმრავი საერთაშორისო მაგალითით და ძალიან ბევრ ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდა ასეთი გზით სიარული. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ იმ შეცდომებს არ გავიმეორებთ, რაც უამრავმა ქვეყანამ დაუშვა როგორც სამხრეთ ამერიკაში, ასევე ევროპაში”, – განაცხადა ქადაგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები