წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, დემოგრაფიული განვითარების ფონდი შეიქმნება

საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ქვეყნის დემოგრაფიული განვითარების პროგრამა შეიქმენბა. ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე გადაწყდა.
როგორც ჟურნალისტებს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილმა განუცხადა, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, შეიქმნება ფონდი, რომელიც კონკრეტულ პროექტებს განახორციელებს.
„დემოგრაფიული მდგომარეობა საქართველოში უმძიმესია. ამის შესახებ მოსმენილი იქნა შესაბამისი სპეციალისტ-მეცნიერის მოხსენება. სინოდმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის თავმჯდომარეობით დაადგინა, რომ აუცილებლად უნდა შეიქმნას დემოგრაფიული განვითარების პროგრამა, სადაც კონკრეტულად დაიწერება ყველაფერი, რაც ხელს შეუწყობს მდგომარეობის გაჯანსაღებას.
რა თქმა უნდა, აღინიშნა, რომ ეს უნდა მოხდეს საქართველოს მთავრობასთან ერთობლიობაში და, შესაბამისად, ასევე, გადაწყდა, რომ უნდა შეიქმნას ფონდი, რომელიც ამ პროგრამის ფარგლებში განახორციელებს კონკრეტულ პროექტებს“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა. წმინდა სინოდის სხდომა საქართველოს საპატრიარქოში დღეს გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები