„სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდული ფორუმი 2015″ გაიმართა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ბესარიონ აბაშიძე „სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდული ფორუმი 2015″-ს დაესწრო. პროექტს world vision georgia, დემოკრატ მესხთა კავშირი და ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 5 თემატურ ჯგუფში გაერთიანებული ახალგაზრდები პოტენციურ დამფინანსებლებთან წარსადგენად პროექტებს მოამზადებენ.
ეკოლოგია და გარემოს დაცვა, თანასწორობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ტურიზმის განვითარება და მოხალისეობა-ეს ის თემებია, რომლებიც ახალგაზრდებმა პრიორიტეტულ მიმართულებებად განსაზღვრეს.
შეხვერდას ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სადაც წარდგენილი პროექტების დაფინანსებასა და განხორციელებაზე იმსჯელეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები