ოდესის ქართულმა დიასპორამ უკრაინის სუვერენიტეტს მხარი დაუჭირა

  ოდესის ოლქის ქართულმა დიასპორამ მხარდაჭერა გამოუცხდა ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც ამ პოლიტიკური კრიზისის დროს უკრაინელი ხალხის ბედს განიცდის.
,,ჩვენ პატივს ვცემთ და მხარს ვუჭერთ დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ხალხის უფლებას, განსაზღვრონ საკუთარი ბედი, ქვეყნის შიდა პოლიტიკური კურსის არჩევას ევროკავშირთან მისაახლოებლად და ხაზს ვუსვამთ, არავითარ შემთხვევაში არ მივესალმებით სხვა ქვეყნის ჩარევას უკრაინის საქმეებში. ოლქის ქართული დიასპორა თანაგრძნობას გამოხატავს მოძმე უკრაინელი ხალხის მიმართ, ასევე მასობრივი არეულობის და უკანასკნელი მოვლენების დროს დაღუპულთა ოჯახებს და მათთან ერთად გლოვობს დაღუპულ გმირებს”,- აღნიშნულია ოფიციალურ განცხდებაში.
ქართული დიასპორა იმედოვნებს, რომ უკრაინა შეძლებს, შეინარჩუნოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა და პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი გზით გამოვიდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები