უკანონო ნადირობის ფაქტი გამოვლინდა

   გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ბრაკონიერობის, კერძოდ, კაჭკაჭზე უკანონოდ ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კაჭკაჭი  არ მიეკუთვნება გადამფრენი ფრინველების ჩამონათვალს.
კანონდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მას ასევე ჩამოართვეს და დალუქეს სანადირო თოფი. სამართალდარღვევის შესახებ სოციალურ ქსელში, კერძოდ, myvideo.ge – ზე ატვირთული სამი ვიდეო მასალისაგან გახდა ცნობილი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების აღმოსაფხვრელად, მომავალშიც აგრძელებს პრევენციული ღონისძიებების გატარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები