სოფელ აძვიდან 67 წლის მამაკაცი გაიტაცეს

გორის რაიონის სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპაციის ხაზის ე.წ. უკანონო კვეთის ბრალდებით 67 წლის გრიშა ბალამწარაშვილი დააკავეს. 67 წლის მამაკაცის დაკავება იმ დროს მოხდა, როცა ის სოფლის განაპირას პირუტყვს მწყემსავდა. ამ დროისთვის სად არის გადაყვანილი გრიშა ბალამწარაშვილი, ჯერჯერობით უცნობია. აღნიშნულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. როგორც „კვირას“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, „ცხელი ხაზის“ მეშვეობით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები საქმის კურსში არიან ჩაყენებულები და მიმდინარეობს მოლაპარაკებები მის გასათავისუფლებად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები