ვლადიმერ პუტინი რაულ ხაჯიმბას შეხვდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერს რაულ ხაჯიმბას შეხვდა. შეხვედრა სოჭში გაიმართა და ის ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. რუსული მედიის ცნობით, საუბრის მთავარი თემა “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” გასული წლის ნოემბერში გაფორმებული “შეთანხმების” რეალიზების საკითხი იყო.
პუტინმა და ხაჯიმბამ რუსეთ-აფხაზეთს შორის ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს.
კონკრეტულად კი საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკურ, სამართალდამცავ და საინვესტიციო სფეროებში ორმხრივ თანამშრომლობას.