სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გარდაცვლილი პატიმრის ოჯახს მიუსამძიმრა

  სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ დიმიტრი დარბაისელმა გეგუთის ციხეში გარდაცვლილი გიორგი ფარტენაძის ოჯახს მიუსამძიმრა – ამის შესახებ „კვირას“ სასჯელაღსრულების სამინისტროდან აცნობეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, დიმიტრი დარბაისელი ბათუმში, ფარტენაძის ოჯახში იმყოფებოდა.
„ეს იყო სამწუხარო შემთხვევა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჩვენს დაწესებულებაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მსგავსი ფაქტი აღარასოდეს განმეორდეს. ამ საქმეს პროკურატურა იძიებს და ყველა პირი უმკაცრესად დაისჯება“,- აღნიშნა დარბაისელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები