ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლება ყირიმში ინერტული მასალების გატანას აპირებს

როგორც სააგენტო „სპუტნიკს“ აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა იზეტ ხიბბამ განუცხადა, აფხაზეთს და ყირიმს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება აფხაზური ინერტული მასალების გატანის შესახებ.
ხიბბას თქმით, აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი არტურ მექვაბია ყირიმში იმყოფებოდა და იქ ყირიმის დე ფაქტო ლიდერს სერგეი აქსიონოვს შეხვდა, რომელთანაც კონკრეტული შეთანხმებები იყო მიღწეული. ხიბბას თქმით, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ეკოლოგიური საკითხები იქნება გათვალისწინებული.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ნებისმიერ ბიზნესსაქმიანობას აფხაზეთის ტერიტორიაზე უკანონოდ აფასებს და უცხო ქვეყნების კომპანიებს იქ საქმიანობის დაწყებას არ ურჩევს. რაც შეეხება აფხაზეთის ინერტულ მასალებს, ის სოჭის ოლიმპიადის ობიექტების მშენებლობის დროსაც იყო გამოყენებული თბილისის მხრიდან პროტესტების მიუხედავად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები