„რესპუბლიკელები“ მალე პრემიერის ადგილსაც მოითხოვენ და ღარიბაშვილის სკამისთვის პოლიტიკური ვაჭრობა დაიწყება“

„გაერთიანებული დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა, როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ამას წინ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები უნდა უძღოდეს.
მისივე განმარტებით, არჩევნებს აზრი არ ექნება, თუკი ის ისევ „კაციტაძისა და ნაციონალების სიით“ გაიმართება. ბარამიძე ვარაუდობს, რომ უახლოესი არჩევნების მიხედვით საპარლამენტო უმრავლესობა არავის ექნება.
„არც „ოცნებას“, მით უმეტეს, არც „ნაციონალებს“ საპარლამენტო უმრავლესობა არ ექნებათ. საპარლამენტო უმრავლესობა არავის ექნება, მაგრამ ჩვენ შევეცდებით პარლამენტში ძალიან სოლიდურად შევიდეთ, ისე, რომ შეგვეძლოს კანონშემოქმედებაში, საკადრო ცვლილებებში თუ ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებში გადამწყვეტი თუ არა, უმნიშვნელოვანესი მოთამაშის როლი შევასრულოთ. ჩვენს გარდა, პარლამენტში ალბათ მოხვდებიან „თავისუფალი დემოკრატები“, „პატრიოტთა ალიანსი“. რაც შეეხება „რესპუბლიკელებს“, მათ ისეთი მადა აქვთ, ისინი მალე პრემიერ -მინისტრის ადგილსაც მოითხოვენ და აუცილებლად წავა პოლიტიკური ვაჭრობა ღარიბაშვილის სკამისთვის. უზარმაზარ რესურსებს აძლევენ მათ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მათი ინტერესები და სურვილები არ დაკმაყოფილდება, შესაძლებელია „რესპუბლიკელების“, „თავისუფალი დემოკრატების“ და „ნაციონალების“ ალიანსი შედგეს“,- განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები