ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გამართა. ირაკლი ღარიბაშვილმა კოალიციის საბჭოს წევრებთან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა შეაფასა. ამასთან, პრემიერმა თანაგუნდელებთან, ბიზნესფორუმზე, რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე და ჩინეთში დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრა. შეხვედრაზე, რომელიც „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართა, მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზეც იმსჯელეს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტს და ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოსთვის 11 მილიონ აშშ დოლარამდე ღირებულების თანამედროვე სპეცტექნიკის გადაცემას. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება, ასევე ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობას ახალი აბრეშუმის გზის განვითარების მიმართულებით, რომელიც საქართველოს დაუბრუნებს ისტორიულ ფუნქციას – იყოს ევროპისა და აზიის უმოკლესი დამაკავშირებელი გზა. აღნიშნულ კონტექსტში საუბარი შეეხო თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ორგანიზების საკითხს, რომელზეც საქართველო უმაღლესი დონის სტუმრებს უმასპინძლებს. კოალიციის ლიდერმა პოლიტსაბჭოს წევრებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია, რომ ახალი სამთავრობო პროგრამის – „ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის“ ფარგლებში, გურიასა და აჭარას ესტუმრება და რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციას გამართავს.

11260525_851860471571697_9155981135663284255_n

10931199_851860441571700_7034315436150592000_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები