ტყვარჩელში ვლადისლავ არძინბას ძეგლი გაიხსნა

ტყვარჩელში ოკუპირებული აფხაზეთის პირველი ე.წ. პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას ძეგლი გაიხსნა. როგორც გახსნის ცერემონიაზე ტყვარჩელის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აიდა ჩაჩხალიამ განაცხადა, არძინბა არის ადამიანი, ვისი წყალობითაც აფხაზების შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგო. სააგენტო “სპუტნიკის“ ცნობით, ძეგლის გახსნის ცერემონიას არძინბას მეუღლე სვეტლანა ჯერგენია, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, ასევე რუსეთის ელჩი ოკუპირებულ აფხაზეთში სემიონ გრიგორიევი დაესწრნენ.
ვლადისლავ არძინბა აფხაზეთში 2010 წელს გარდაიცვალა. ის 1992 წლიდან აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი იყო. 1992-1993 წლებში აქტიურად მონაწილეობდა ბრძოლაში საქართველოს შეირაღებული ძალების წინააღმდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები