ანი მიროტაძე: საზოგადოება ეკონომიკურ პროგრესს მომავალი თვის განმავლობაში დაინახავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ანი მიროტაძის განცხადებით, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა შეიმუშავა კრიზისის დაძლევის სამეტაპიანი გეგმა.
მისივე თქმით, საზოგადოება ეკონომიკურ პროგრესს მომავალი თვის განმავლობაში დაინახავს.
,,ივნისის ბოლომდე უნდა გვქონდეს ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტების პირველი შედეგები და იმ კრიზისის დაძლევის გეგმის შედეგები, რომელიც დადო აღმასრულებელი ხელისუფლების ეკონომიკურმა გუნდმა”, – განაცხადა ანი მიროტაძემ ,,პრაიმტაიმის” პრესკლუბში.
მისივე შეფასებით, ეკონომიკურ გუნდს სჭირდება დრო, დაასრულოს დაწყებული პროცესები.

,,მე ვფიქრობ, დრო უნდა მიეცეთ ამ ადამიანებს, რომ დაწყებული პროცესები მიიყვანონ ბოლომდე, მათ შეუძლიათ კრიზისის დაძლევა, თუმცა დრო ცოტაა. მე მხარი დავუჭირე მთავრობას კიდევ ერთხელ, რადგან მიმაჩნია, რომ ნებისმიერი რყევა მიმართული იქნება საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და მე არ მაქვს უფლება, როგორც არცერთ საქართველოს მოქალაქეს, სახელმწიფოებრიობის რყევას შევუწყო ხელი”, – განაცხადა ანი მიროტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები