მაია ფანჯიკიძისთვის ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება მოულოდნელი არ ყოფილა

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრისთვის, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრისთვის მაია ფანჯიკიძისთვის ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის მიერ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება მოულოდნელი არ ყოფილა.
ფანჯიკიძის თქმით, დონეცკის მიერ სხვისი აღიარება არის ისეთივე არალეგიტიმური, როგორც არის თავად მათ მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება.
„დონეცკის ე.წ. რესპუბლიკა არ არის აღიარებული არავის მიერ და მის მიერ სხვისი აღიარება არის ისეთივე არარეგიტიმური, როგორიც არის თავად მათ მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება. ეს მოსალოდნელიც იყო. სეპარატისტული რეჟიმები ერთმანეთს მხარს უჭერენ და ერთმანეთს აღიარებენ ორმხრივად. ამიტომ გასაკვირი ჩემთვის არაფერი არ არის, მაგრამ, რა თქმა უნდა, რეაგირება მაინც უნდა იყოს საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან“, – განაცხადა ყოფილმა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები