2017 წელს საქართველოში შესაძლოა, ევროპალატის შეკრება გაიმართოს

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, 2017 წელს საქართველოში შესაძლოა, ევროპალატის შეკრება ჩატარდეს. ამის შესახებ კახა ბაინდურაშვილმა ჟურნალისტებს ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტისა და ქართული დელეგაციის ევროპალატის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის კომენტირებისას განუცხადა. მისი თქმით, ევროპალატის ხელმძღვანელობა ქართულ მხარეს დაჰპირდა, რომ მის წევრ კომპანიებს და პალატებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებისა და პროექტების თაობაზე ინფორმაციას გააცნობენ.
მისივე ინფორმაციით, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმებაც მოხდა.
“განსაკუთრებით ეს არის ევროპალატის ყოველწლიური შეხვედრის გამართვა საქართველოში. პრეცედენტი, რომ ევროპალატის შეკრება არაწევრ ქვეყანაში გამართულიყო, ჯერჯერობით არ ყოფილა, თუმცა იმის გამო, თავისუფალ ვაჭრობაზე ხელი მოწერილია, ფიქრობენ, რომ ეს შესაძლებელია. საქართველოს პრეზიდენტმა პირადად სთხოვა ევროპალატის პრეზიდენტს, რომელმაც აღნიშნა, რომ სავარაუდოდ 2017 წელს მოხერხდება ამ შეკრების ჩატარება თბილისში. ეს ნიშნავს, რომ 45 წამყვანი ქვეყნის ბიზნესორგანიზაციები და კომპანიები ჩამოვლენ საქართველოში”, – განაცხადა ბაინდურაშვილმა.
მისივე თქმით, საუბარი იყო ასევე სხვადასხვა ბიზნესპროგრამებში საქართველოს მონაწილებაზე. “საქართველოს პრეზიდენტის თხოვნა იყო, რომ ევროპალატამ გარკვეულწილად საქართველოს ლობირება გაუწიოს და ამ პროგრამებში მოხდეს საქართველოს ჩართვა. “საუბარი იყო რეგიონული ოფისის გახსნაზე. ეს ცოტა სამომავლო პერსპექტივაა, თუმცა, შეთავაზება გაკეთდა, თუ ევროპალატა განიხილავს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში რეგიონული ოფისს გახსნას, ეს ოფისი მდებარეობდეს თბილისში”, -აღნიშნა ბაინდურაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები