ე.წ. დონეცკის რესპუბლიკამ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი აღიარა

„დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ“ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. შესაბამის განკარგულებას სეპარატისტული რესპუბლიკის ლიდერმა ალექსანდრე ზახარჩენკომ მოაწერა ხელი. დოკუმენტში მითითებულია, რომ ეს გადაწყვეტილება „აფხაზი და დონეცკელი ხალხის სურვილს ითვალისწინებს სრულფასოვანი ურთიერთობების დამყარების მხრივ“.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთმა „დონეცკის რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობა გასულ წელს აღიარა. აფხაზეთს ამ დროისთვის ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკა არ უღიარებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები