ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში ახალი წიგნების პრეზენტაცია გაიმართა
7 მაისს, ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში მოეწყო ახალი წიგნების პრეზენტაცია. შეხვედრა გახსნა ბიბლიოთეკის დირექტორმა მარინე დიდებულიძემ. ბიბლიოთეკის მომსახურების განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა ნუნუ გიორგაძემ ისაუბრა მომსახურების განყოფილების მუშაობაზე, ბიბლიოთეკარებმა მაკა ლეჟავამ და ლონდა მურჯიკნელმა დამსწრე სტუმრებს გააცნეს ელექტრონული კატალოგი და ახალი წიგნები. ასევე, მოსწავლეებმა: ქეთი გრიგალაშვილმა, ლიკა ხაჩიძემ, მარიამ კობერიძემ და მარიამ მახათაძემ მოახდინეს წაკითხული წიგნების პრეზენტაცია, რომლებსაც ბიბლიოთეკის დირექტორმა მარინე დიდებულიძემ გადასცა „2015 წლის საუკეთესო მკითხველის“ სიგელები.