ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი 9 და 10 მაისს ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, 9 და 10 მაისს ე.წ. საზღვარი დაიკეტება.
აღნიშნული გადაწყვეტილება მეორე მსოფლიო ომის 70 წლის იუბილეს უკავშირდება. საოკუპაციო რეჟიმი მიზეზად, უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას ასახელებს.
ე.წ საზღვარი 11 მაისს გაიხსნება და მოსახლეობას მოძრაობა ჩვეული რეჟიმით შეეძლება.
ქართული მხარე დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებას შემაშფოთებელს უწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები