მოხსენება „უახლესი ხელოვნების კვლევის მეთოდებისთვის“ გაიმართება

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრში გრძელდება დიმიტრი თუმანიშვილის მიერ ინიცირებული საჯარო შეხვედრების ციკლი. დღეს, 16:30, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სრული პროფესორის, დიმიტრი თუმანიშვილის საჯარო მოხსენება „უახლესი ხელოვნების კვლევის მეთოდებისათვის“ გაიმართება. მოხსენებაში საუბარი იქნება იმ სირთულეებზე, რაც წამოიჭრა ხელოვნებათმცოდნეობაში უახლეს ხელოვნებასთან დაკავშირებით; შეძლებისდაგვარად, მოინიშნება ის გზებიც, რომელსაც შეიძლება დავადგეთ მათ გადასალახავად, მეთოდური და მსოფლმხედველობრივი სიძნელეების გათვალისწინებით. მოდერატორი: თამთა-თამარ შავგულიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები