2015 წლის ევროპის კვირეული გრძელდება – სპექტაკლის „იქ, სადაც შენი სახლია“ პრემიერა გაიმართება
7 მაისს, 19:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე ახალგაზრდა რეჟისორთა სპექტაკლის პრემიერა „იქ, სადაც შენი სახლია“ გაიმართება.
წარმოდგენა ხუთი ეტიუდისგან შედგება, რომელშიც ხაზგასმულია ქართული და ევროპული კულტურისა და ტრადიციების ერთობა. ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრებიან. საპატიო სტუმრის რანგში ღონისძიებაში მონაწილეობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ან ბრასერი მიიღებს. ღონისძიება სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით ხორციელდება.