საპარლამენტო უმცირესობამ ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელებთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა

საპარლამენტო უმცირესობამ ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელებთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. პროტესტის მიზეზი დეპუტატების გამოსვლის ფორმატი და დრო გახდა. როგორც შეხვედრის მსვლელობისას უმცირესობის დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, შეხვედრაზე დროის სიმცირის გამო, მათ შეკითხვის დასმის შესაძლებლობა არ ექნებოდათ. გიორგი ვაშაძის თქმით, პარლამენტის წევრები არ არიან მსმენელები და მათ შეხვედრაზე შეკითხვის დასმის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. ამ განცხადების შემდეგ საპარლამენტო უმცირესობამ შეხვედრა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები