თეა წულუკიანი – მომავალში მთავარ პროკურორს პარლამენტი აირჩევს

მთავარ პროკურორს მომავალში პარლამენტი აირჩევს – მთავარი პროკურატურის რეფორმირების კუთხით მთავრობის გეგმების შესახებ იუსტიციის მინისტრმა იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა, თავდაცვის და საპროცედურო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა.
“ჩვენ დავიწყეთ პროკურატურის ინსტიტუციური რეფორმა და ძალიან მალე შემოგთავაზებთ მთავრობის მიერ დამტკიცებულ მოდელს – შეიქმნება საპროკურორო საბჭო, სადაც მონაწილეობას მიიღებს თავად პროკურატურა, მაგრამ რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მთავარი პროკურორის არჩევნებსა და კანდიდატურის განსაზღვრაში ჩართული იქნება სამოქალაქო საზოგადოება და საბოლოოდ, მთავარ პროკურორს პარლამენტი აირჩევს. იმედია, ეს წელსვე მოხდება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები