სოხუმში მერაბ გერგედავას მკვლელებს სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

გარი კალაიჯანი და ტიგრან ტოროსიანი ოკუპირებული აფხაზეთის სამხედრო სასამართლომ სოხუმის მილიციის სკოლის კურსანტის მერაბ გერგედავას მკვლელობაში დამნაშავეს ცნო და თითოეულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სააგენტო „სპუტინიკის“ ცნობით, მერაბ გერგედავას მკვლელობა 2014 წლის 19 სექტემბერს მოხდა. სამხედრო პირმა ტიგრან ტოროსიანმა და მილიციის სკოლის კურსანტმა გარი კალაიჯანმა მარიხუანის შეძენის საბაბით მერაბ გერგედავა გულრიფშის რაიონის ერთ-ერთ ტყის მასივში შეიყვანეს. იქ ბოროტმოქმედებმა გერგედავას სამჯერ ესროლეს თავში და გულის არეში დანით ჭრილობა მიაყენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები