დღეს პარლამენტში ძალოვან მინისტრებს მოუსმენენ
დაახლოებით დღის პირველი საათისთვის, საქართველოს პარლამენტში ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატები მინისტრთა კაბინეტის წევრებს მოუსმენენ.
იურიდიულ საკითხთა და თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე – თავდაცვის, იუსტიციის, სასჯელაღსრულებისა და შინაგან საქმეთა მინისტრები სიტყვით გამოვლენ. თითოეული მათგანი საკუთარ პროგრამასა და სამოქმედო გეგმას, დაახლოებით, 7 წუთის განმავლობაში წარმოადგენს და ამის შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება პროცესი.
პარლამენტი მინისტრთა კაბინეტს ნდობას ხვალ, რიგგარეშე სესიაზე გამოუცხადებს. ვიდრე ნდობის გამოცხადება მოხდება, მანამდე კენჭი ეყრება საკითხს, რომლის მიხედვითაც თინა ხიდაშელსა და გიგლა აგულაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდებათ.