პრემიერ-მინისტრი “ებიარდის” მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო

მომავალ კვირას დაგეგმილ EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმის მოსამზადებელ სამუშაოებს პრემიერ-მინისტრი ათვალიერებს.
ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის შენობისა და მოსწავლე – ახალგაზრდობის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს საორგანიზაციო ჯგუფის წევრებთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, მინისტრის კაბინეტის წევრებთან და ჟურნალისტებთან ერთად ეცნობა.
როგორც ორგანიზატორები ამბობენ, მოსამზადებელი სამუშაოები ამ დროისათვის თითქმის დასრულებულია და მათი თქმით, თბილისი მზადაა აღნიშნულ ფორუმს მაღალ დონეზე უმასპინძლოს.
აღსანიშნავია, რომ ფორუმისთვის სამუშაო სივრცე 3 კომპონენტისგან შედგება. პირველ რიგში, ფორუმის მონაწილეები, რომლებიც 60-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი დელეგატები არიან. ასევე, 1500-ზე მეტი ბიზნესმენი.
პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წევრები იმედოვნებენ, რომ შემდგარი კომუნიკაციის შედეგად საქართველოში ინვესტიციები გაიზრდება. ფორუმი დაგეგმილია 13-15 მაისს, თბილისში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები