რაულ ხაჯიმბა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების სტრატეგიაზე საუბრობს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ ქვეყანაში აუცილებელია რეფორმების განხორციელება და ამითვის ყველა ძალის გამოყენებაა აუციელებელი. „ჩვენ რეფორმების პროცესში საკუთარი პოტენციალის იმედი უნდა გვქონდეს“, – განაცხადა ხაჯიმბამ „2015-2025 წწ აფხაზეთის განვითარების სტრატეგიის“ მეორე ეტაპის პრეზენტაციაზე.
ხაჯიმბას განცხადებით. აფხაზეთი არ იყენებს სწორედ იმ ფინანსურ რესურსებს, რომელიც მას აქვს და აქამდეც ჰქონდა. იგულისხმება რუსეთის ფინანსური დახმარება, რომელიც ყოველწლიურად მილიონობით აშშ დოლარს შეადგენს. გარდა ამისა, ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ აფხაზეთს აქვს საკუთარი რესურსები, რომლებიც „ფეხქვეშ დევს“, მაგრამ „მისი ათვისება არ ხდება“. „აფხაზეთის განვითარების სტრატეგიის“ პრეზენტაცია ე.წ. მინისტრთა კაბინეტის შენობაში შედგა. სტრატეგიული კვლევების ცენტრის ინფორმაციით, პროექტზე მუშაობის სამი ეტაპიდან ორი უკვე დასრულებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები