მაია ცქიტიშვილი: პრეზიდენტისთვის წარდგენილი მთავრობის განახლებული შემადგენლობა არ შეიცვლება

პრეზიდენტისთვის წარდგენილი მთავრობის განახლებული შემადგენლობა არ შეიცვლება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა განუცხადა.
“გვინდა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ, რომ პრეზიდენტისთვის წარდგენილი მთავრობის განახლებული შემადგენლობა არ შეიცვლება. ჩვენ არ ვგეგმავთ არავითარ ცვლილებებს. ამის შესახებ პრემიერმა განაცხადა 1-ელ მაისსაც. როდესაც ჩვენ შემადგენლობა წარვუდგინეთ პრეზიდენტს, მას შემდეგაც იყო ამ თემაზე კომენტარები, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ კითხვები მაინც ჩნდება, საჭიროდ ჩავთვალეთ, კიდევ ერთხელ განგვემარტა. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით პრეზიდენტისგან განახლებული შემადგენლობის გადაგზავნას პარლამენტში”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები