ჯანდაცვის სამინისტრო შუახევში ახალგაზრდის გარდაცვალების გამო პასუხს სამედიცინო კომპანიას სთხოვს

ჯანდაცვის სამინისტრო შუახევში ახალგაზრდის გარდაცვალების გამო პასუხს სამედიცინო კომპანია “ევექსს“ სთხოვს. 24 წლის დაჭრილი ახალგაზრდის გადარჩენა შუახევში მხოლოდ იმ მიზეზის გამო ვერ მოხერხდა, რომ ადგილობრივ საავადმყოფოს შესაბამისი ექიმები არ ჰყავდა. მომხდარის გამო, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, აჭარის მაღალმთიან რეგიონებში მოხდება ცვლილებები სამედიცინო მომსახურეობის კუთხით, თუმცა კონკრეტულად რა, ჯერ – უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ შუახევის საავადმყოფოში სასწრაფო – სამედიცინო დახმარებით ერთი ბრიგადა 24 საათის განმავლობაში იქნება მობილიზებული და საჭიროების შემთხვევაში პაციენტის გადაყვანას აღნიშნული ბრიგადა უზრუნველყოფს.
“კომპანიამ მოგვწერა წერილი გარკვეული პროგრამების გაუქმებასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ დასტური არ გაგვიცია. გადაუდებელი დახმარება უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო, მითუმეტეს, ადგილზე, სადაც სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ჩვენ ვაფრთხილებდით კომპანია “ევექსს“. მუდმივად იყო საუბარი ასეთ შემთხვევაზე, თუმცა ისინი ამბობდნენ, რომ მსგავსი შემთხვევის დროს პრობლემა არ შეიქმნებოდა. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ამ პირობების შესრულებით. გარკვეული ცვლილებები იქნება მიღებული აჭარის მაღალმთიან რეგიონში. ამას „ევექსიც“ აღიარებს. ცვლილებები შეეხება ქედას, ხულოსა და შუახევს. აუცილებელია უფრო მეტი ოპერატიულობა. შესწავლილი იქნება ეს შემთხვევა და ქრონოლოგიურად დაიდება ამბავი. ვისი ბრალია ეს, გაირკვევა და პასუხისმგებლობა დადგება. სახელმწიფომ მობილური ბრიგადით ეს საავადმყოფო უკვე უზრუნველყო”,- განაცხადა “კურიერის“ პირდაპირ ეთერში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები