„მინისტრთა კაბინეტში „რესპუბლიკური“ პარტიის წევრების დანიშვნა მე მაინცდამაინც გაძლიერებად არ მიმაჩნია“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „რესპუბლიკური“ პარტიის წევრების გამინისტრებაზე და პარტიის გაძლიერებაზე ისაუბრა.
დეპუტატის განცხადებით, ეს პარტიის გაძლიერებაზე მეტად პარტიის პასუხისმგებლობის გაზრდას ნიშნავს.
„მინისტრთა კაბინეტში „რესპუბლიკური“ პარტიის წევრების დანიშვნა, მე არ მიმაჩნია მაინცდამაინც გაძლიერებად. ყველა პოლიტიკურ ძალას კოალიციაში თავისი ვალდებულებები აქვს. თუ პოლიტიკური ძალა რაღაც ახალ როლს კისრულობს, მე მიმაჩნია, რომ ეს მეტი პასუხისმგებლობაა. ეს კი პოლიტიკურად არც ისე იოლია. რაც მალე დამტკიცდება ეს მთავრობა, უკეთესია. ეს უკეთესია როგორც საერთაშორისო ურთიერთობებისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისთვის“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები