აბაშიძე-კარასინის მორიგ შეხვედრაზე ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ქართველების გათავისუფლების შესახებ იმსჯელებენ

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი მორიგ შეხვერდაზე ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქების გათავისუფლების შესახებ იმსჯელებენ. შეხვედრა, სავარაუდოდ, მაისში გაიმართება. ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ ბევრი პრობლემის მოგვარება სწორედ ამ ფორმატშია შესაძლებელი.
„ეს ფორმატი და კომუნიკაციის არხი ჩვენ აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ. ეს არის საქართველოსა და რუსეთს შორის კომუნიკაციის არხი. იქ ისეთ საკითხებს განვიხილივათ, რასაც სხვაგან ვერანაირად ვერ მოვახერხებთ. განასაკუთრებით სპეციალურ სიებს ვგულისხმობ. არიან ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ჯაშუშობის ბრალდებით საკმაოდ დიდ სასჯელს იხდიან“, – განაცხადა აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები