მამაკაცმა "ჯადოქარი" დაწვა

  ფსკოვის ოლქის ქალაქ ოპოჩკის მაცხოვრებელი 74 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მეზობელი ქალბატონის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. მამაკაცი ქალბატონს ჯადოქრად მიიჩნევდა და ჯადოების გაკეთებაში ადანაშაულებდა, რის გამოც მას ორი მეუღლე გარდაეცვალა. 1 მარტს მამაკაცი ქალბატონის ნაკვეთზე რამდენჯერმე მივიდა, მას ჯოხი დაარტყა, ხოლო როდესაც მან გონება დაკარგა და დაეცა, ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. დამწვარი ქალბატონის სხეული 3 მარტს აღმოაჩინეს. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 105-ე მუხლით, მკვლელობის ბრალდებით. მამაკაცი ოპოჩკის რამდენიმე სახლის დაწვაშიც არის ეჭვმიტანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები