სპექტაკლის „მოხტუნავე პრინცესა“ პრემიერა გაიმართება

10 მაისს, 12:00 და 14:00 საათზე თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრ „მუზაში“ სპექტაკლის „მოხტუნავე პრინცესა“ პრემიერას გამართავს. ინსცენირების ავტორი ნათია შეშაბერიძეა, რეჟისორი თეა კიწმარიშვილი, დამდგმელი მხატვარი თინათინ ფეტვიაშვილი, კომპოზიტორები თენგიზ ნოზაძე და ლაშა კოვზირიძე, ტექნიკური რეჟისორი ნათელა ქენქაძე.
ჯადოსნურ სახელოსნოში თოჯინებმა გაიღვიძეს! გაიღვიძეს და იქამდე არ დაწყნარდნენ, სანამ უცნაურ ზღაპარში არ ამოჰყვეს თავი. მოჯადოებული პრინცესა, თეთრ, მხიარულ რაშზე ამხედრებული უფლისწული, კუდიანი დედაბერი, განრისხებული ჯადოქარი – ყველა ამ პერსონაჟს მუსიკალურ ზღაპარში შეხვდებით, რომლის ბოლოსაც ყველა ბედნიერია. სპექტაკლი თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით დაიდგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები