პეტრე ჩაიკოვსკის 175 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება

7 მაისს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში, დიდი რუსი კომპოზიტორის პეტრე ჩაიკოვსკის 175 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება, რომლის ორგანიზოტორები არიან: საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „რუსული კლუბი“ და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი. თბილისის ოპერის თეატრის სოლისტებთან ერთად – თეიმურაზ გუგუშვილი, ირინე რატიანი, მარიკა მაჩიტიძე, ელენა პუტილოვა, ნიკოლოზ ლაგვილავა, ზაალ ხელაია, კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ცნობილი ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია. კონცერტს დავით კინწურაშვილი უდირიჟორებს. პროგრამაშია არიები და დუეტები ჩაიკოვსკის ოპერებიდან და N1 საფორტეპიანო კონცერტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები