იური ვარდანიანი: სომხეთის მხრიდან ოფიციალური არაფერი ყოფილა

საგარეო საქმეთა სამინისტროში იური ვარდანიანის ახსნა-განმარტებას მოუსმინეს. სომხეთის ელჩი საქართველოში დაადასტურა, რომ სომხეთის პარლამენტის სპიკერი ე.წ. სამხრეთ-ოსეთის დეფაქტო პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.

“სომხეთის მხრიდან ოფიციალური არაფერი არ ყოფილა. სწორედ ეს განვუცხადე მინისტრის მოადგილეს. მათ ჩემი გაიგეს. ვწუხვარ, რომ ყველა ეს ფურცელი მინისტრის მოადგილესთან დავტოვე, თორემ წაგიკითხავდით. მთიანი ყარაბაღის სპიკერის მიწვევით მიიწვიეს, არ ვიცი ეს იცით თუ არა, მაგრამ ახლა იქ საპარლამენტო არჩევნებია და ამასთან დაკავშირებით წავიდა”, – განაცხადა იური ვარდანიანმა.

რამდენიმე წუთის წინ საგარეო საქმეთა სამინისტროში სომხეთის ელჩი საქართველოში, იური ვარდანიანი დაიბარეს.

საქმე ეხებოდა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც სომხეთის პარლამენტის სპიკერი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.

საქართველოს საგარეო უწყებას აღნიშნული შეხვედრის დეტალები აინტერესებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები