აფხაზეთში ემზარ და ოლეგ გემუები დაჭრეს

დე ფაქტო აფხაზეთში, გულრიფშში ძმები: ემზარ და ოლეგ გემუა დაჭრეს. სააგენტო “სპუტნიკის” ინფორმაციით, მათ ცეცხლსასროლი ჭრილობები აქვთ მიყენებული – მუცლის და თეძოს არეში.
აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისიხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიების ინფორმაციით, ორივე ძმა sms-ის მეშვეობით ღამით გულრიფშის ერთ-ერთ ქუჩაზე დაიბარეს, სადაც თავდამსხმელმა მათ ცეცხლსასროლი ჭრილობა მიაყენა, თავად კი მიიმალა. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია 9-მილიმეტრიანი ორი მასრა. ამ თავდასხმაში ვინმე ჯონ ზარანდიაა ეჭვმიტანილი, რომელიც გამოძიებას ემალება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები